უგურ საჰინი: თუ ყველა დაკისრებულ მოვალეობას ათიანზე შევასრულებთ, ჩვეულ ცხოვრებას ალბათ მომავალი წლის შემოდგომაზე დავუბრუნდებით

„იმედის კვირამ“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ლიდერი ვაქცინის შემქმნელთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. Pfizer-ისა და BioNTech​-ის ვაქცინის შემქმნელის, უგურ საჰინის თქმით, გერმანულ კომპანიას პრეპარატის მასობრივი წარმოება უკვე დაწყებული აქვს და 2020 წლის ბოლომდე მაქსიმუმ 50 მილიონ დოზას დაამზადებს, 2021 წელს კი ეს რაოდენობა 1,3 მილიარდამდე გაიზრდება.

მისივე თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის დაწყება ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 28 დღის შემდეგ იქნება შესაძლებელი. საჰინმა პრეპარატის უკუჩვენებაზეც ისაუბრა.

„პაციენტებს აღენიშნებოდათ თავის ტკივილი, 2-3 დღეს სტკიოდათ ნანემსარი, ნაწილს 2 დღეს  სიცხე ჰქონდა. იმუნიტეტზე ჯერ ვერ გეტყვით, დაკვირვება გრძელდება. ჯერ არ ვიცით, თვეები ან 1 წელი დაცული უნდა იყოთ“, – აღნიშნა მეცნიერებმა.

კითხვაზე, თუ როდის დაუბრუნდება სამყარო ცხოვრების ჩვეულ წესს, მან ასეთი პასუხი გასცა:

„თუ ყველა დაკისრებულ მოვალეობას ათიანზე შევასრულებთ, მაშინ ეს მოხდება მომავალი წლის გვიანი ზაფხულიდან, ალბათ, უფრო შემოდგომაზე“.

ბრიტანეთმა Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მასობრივი მოხმარებისთვის 2 დეკემბერს დაამტკიცა.

წყარო: imedinews.ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები