New York Times: გასინჯეთ წითელი ღვინო საქართველოდან – „ქართული წითელი ყურძენი, რომლის შიგთავსიც კანივით წითელია“

„Lost Eden, ქვევრში დავარგებული წითელი ბლენდი (სხვადასხვა წითელი ღვინის შეზავებით მიღებული ღვინო), არის მუქი და მიწის ტონების შემცველი. 8,000-წლიანი ღვინის ტრადიციის მქონე საქართველო თავის თავს ღვინის სამშობლოდ მიიჩნევს“, – ამ შინაარსის სტატიას აქვეყნებს გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“.

New York Times ქართული, წითელი ღვინის – საფერავის შესახებ გვესაუბრება და მის განსაკუთრებული დაყენებისა და გემოცნურ თვისებებს აღნიშნავს.

„ღვინის მოყვარულები მისი აღმოჩენით დღემდე არიან დაკავებულნი, ვინაიდან საქართველოს მსოფლიო ღვინის ასპარეზზე გამოჩენა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დაიწყო.
დღეს ქართული წითელი ბლენდი სახელწოდებით Lost Eden – შექმნილი გუნდის მიერ რომელიც მოიცავს მეთერთმეტე თაობის მეღვინეს და კორნელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს – ხელმისაწვდომი გახდა აშშ-ში. ბლენდში დომინირებს საფერავი, ქართული წითელი tenturier კატეგორიის ყურძენი, რომლის შიგთავსიც კანივით წითელია (უმეტესობა წითელი ყურძნის შიგთავსი ღია ფერისაა). ღვინო მუქი და მიწის ტონების შემცველია, გარეული კენკრის გემოთი. ბლენდის გარკვეული ნაწილი დავარგებულია ქვევრში, თიხის ამფორაში რომელიც UNESCO-ს მიერ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად არის აღიარებული. ღვინო იყიდება უცნაურ, ვაზით დატვირთულ ბოთლში“, – წერს „ნიუ იორკ თაიმსი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები