ცესკო-ს სხდომაზე თამარ ჟვანია და ხათუნა გოგორიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

ცესკო-ს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება თამარ ჟვანიასა და ხათუნა გოგორიშვილს შორის ოქმების გასაჩივრებასთან დაკავშირებით მოხდა.
გოგორიშვილი მოითხოვდა პასუხს, თუ რას აჯამებდა ცესკო-ს თავმჯდომარე, რაზეც თამარ ჟვანიამ უპასუხა, რომ შეჯამება შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე ხდებოდა.

„მიბრძანდით გარეთ, ოქმებს ვაჯამებთ კანონიერი ოქმების საფუძველზე“, – უპასუხა თამარ ჟვანიამ ხათუნა გოგორიშვილს.

მანვე ოპოზიციონერი დეპუტატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ გოგორიშვილი მის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც დაცვის ჩარევა გახდა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები