პაატა იმნაძე: საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა ჯერ აღწერილი არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევები თითზე ჩამოსათვლელია.

„მსოფლიოში რეინფიცირების შემთხვევა თითზე ჩამოსათვლელია. დადასტურებას, რომ ნამდვილად რეინფიცირებასთან გვაქვს საქმე, საკმაოდ სერიოზული კვლევა სჭირდება, მათ შორის, გენეტიკური კვლევებიც, რომელიც ჩვენთან ჯერ არ ჩატარებულა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ აქვე აღნიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა ჯერ აღწერილი არ არის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები