თენგიზ შერგელაშვილი – პოლიტიკოსები, რომლებიც ეხლა გამოვლენ და იტყვიან, რომ გადაადგილების შეზღუდვა პოლიტიკას უკავშირდება არიან მავნებლები
პოლიტიკოსები, რომლებიც ეხლა გამოვლენ და იტყვიან რომ ორშაბათს კომენდანტის საათი მხოლოდ პოლიტიკას უკავშირდება არიან მავნებლები, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი თენგიზ შერგელაშვილი წერს.
მისი თქმით, ვინც გადაადგილების შეზღუდვაზე ამბობს, რომ პოლიტიკურია მათ ფეხზე კიდიათ 500 მდე ამჟამინდელი მძიმე ავადმყოფი, 300 მდე აპარატზე მიერთებული და 2-3 კვირაში დღიურად 50 ზე მეტი მინიმუმ გარდაცვლილის პერსპექტივა.
„პოლიტიკოსები, რომლებიც ეხლა გამოვლენ და იტყვიან რომ ორშაბათს კომენდანტის საათი მხოლოდ პოლიტიკას უკავშირდება – არიან მავნებლები. ფეხზე კიდიათ 500 მდე ამჟამინდელი მძიმე ავადმყოფი, 300 მდე აპარატზე მიერთებული და 2-3 კვირაში დღიურად 50 ზე მეტი მინიმუმ გარდაცვლილის პერსპექტივა. იმის ნაცვლად მთავრობას ურტყამდნენ, რატომ აგვიანებს ზომებს“, – წერს თენგიზ შერგელაშვილი.