ამირან გამყრელიძე: ძალიან კარგია, რომ ადამიანები ქუჩაშიც ატარებენ პირბადეს, ნახავთ, რომ ეს შედეგს მოგვცემს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა გამკაცრებულ ღონისძიებებს თანდათანობით მიმართავს.

მისივე თქმით, ძირითადი პოლიტიკა ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვებია.

„პანდემიის პირობებში ყველა ქვეყანაში არის თითქმის ერთნაირი მიდგომა, ანუ ბალანსი ერთი მხრივ შემზღუდველ ღონისძიებებს, მაგრამ არა ტოტალურ “ლოკდაუნს”; მეორე მხრივ, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას შორის, რომ პაციენტები დროულად იყვნენ მოვლილნი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინფიცირების დადგენის შემდეგ დაუყოვნებლივ გადასვლას თვითიზოლაციაში. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა გამკაცრებულ ღონისძიებებს თანდათანობით მიმართავს. ძალიან კარგია, რასაც ახლა ვუყურებ, უკვე გავითავისეთ ეს და გარეთაც, ქუჩაში ადამიანები ატარებენ პირბადეს, ნახავთ თქვენ, ეს მოგვცემს ეფექტს ინფექციის შემცირებასთან მიმართებაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები