სალომე ზურაბიშვილი: ამდენი პოლიტპატიმარი არათუ საქართველოს, ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ახსოვს 

,,ერთ კვირაში ამდენი პოლიტპატიმარი არათუ საქართველოს, არამედ ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ახსოვს, მაგრამ ეს არ არის იმის მიზეზი, რომ ჩვენ გავჩერდეთ, რადგან პირიქით – ის, რაც ხდება იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ”,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის კვირას, 29 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდება.

„ეს კვირა, ალბათ, ყველასთვის ძალიან მძიმე კვირად არის აღქმული. ერთ კვირაში ამდენი პოლიტპატიმარი არათუ საქართველოს, არამედ ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ახსოვს, მაგრამ ეს არ არის იმის მიზეზი, რომ ჩვენ გავჩერდეთ, რადგან პირიქით – ის, რაც ხდება იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. ის ფაქტი, რომ პლატფორმის პრაქტიკულად ყველა ლიდერი ციხეშია, აჩვენებს თუ რამდენად აწუხებთ მათ ეს წინააღმდეგობის ერთობა. ამიტომ პასუხი იმაზე, რაც ხდება, კიდევ ერთი ნაბიჯია წინ. ერთი ნაბიჯი წინ ნიშნავს, ერთ ნაბიჯს წინ ერთობაში – ყველას ერთად დგომას. ამისი საშუალება გვეძლევა კვირას, 20:00 საათზე, რომ ყველა გამოვიდეთ. ეს ის დღეა, როცა ყველანი ერთად უნდა გამოვიდეთ – პარტიის წევრები, აქტივისტები, მშობლები, არასამთავრობოები, ცალკეული ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მოდიან ყოველდღიურად პროტესტზე. მე იქ ვიქნები, თქვენ იქ იქნებით, ჩვენ ერთად დავდგებით და პასუხად დავანახვებთ, რამდენად ძლიერია საქართველოს ერთიანობა, საზოგადოება, წინააღმდეგობა. ეს არის ერთადერთი ღირსეული პასუხი ჩვენი ღირსეული მომავლისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები