იოსებ ჭუმბურიძე: ხანდახან ეჭვიც კი მეპარება, ჩვენ მართლა ილიას ქვეყანა ვართ?
ოპოზიციის დაანონსებულ საპროტესტო აქციებზე, არჩევნების შედეგებსა და საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე ,,კვირა“ ლიტერატორს, პროფესორ იოსებ ჭუმბურიძეს ესაუბრა:
ელოდით 31 ოქტომბრის არჩევნების ასეთ შედეგს?
იმედიანი მოლოდინი მქონდა, თუმცა, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ 8 წლის შემდეგ ,,ნაციონალური მოძრაობა“ მეტ საპარლამენტო მანდატს მიიღებდა, ვიდრე – წინა არჩევნებში. ჩემთვის მათი პროცენტი ეროვნული ტრაგედიაა. როგორ შეიძლებოდა, მწამებელი პარტია კვლავ ასეთი პროცენტით შესულიყო საკანონმდებლო ორგანოში? დიდი ხანია, მოვითხოვ, სამართლიანად დაისაჯონ ისინი, ვინც ამას იმსახურებს. გია ბარამიძე დგას და ,,უნამუსოს,, უწოდებს დღევანდელ ხელისუფლებას, ხოლო გაყალბების სიმბოლო და გროსმეისტერი – ხათუნა გოგორიშვილი არჩევნების გაყალბებაზე გვესაუბრება. თუ კიდევ რამე გამაოცებდა, ვერ ვიფიქრებდი, მაგრამ გოგორიშვილის მაჟორიტარობამ გურიაში ჩემს ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ვიკითხე კიდეც, წარმოშობით ხომ არ იყო გურიიდან ან ნათესავები ხომ არ ჰყავდა იქ ან მეგობრები. აღმოჩნდა, რომ არა! მისი მაჟორატარობა ყველაზე დიდი დაცინვა იყო ამომრჩევლისთვის. ჩემნაირი აღშფოთებული ბევრია ქვეყანაში.
რაც შეეხება სხვა, შედარებით მცირე პარტიებს, მათ შედეგებს როგორ შეაფასებდით?
ცოტა ირონია რომ გავურიოთ ჩვენს საუბარში, ისეთი პარლმენტია, დედა შვილს ვერ შეიყვანს. სულ ვფიქრობ, რამ გაამწარა ასე ბურჯანაძე. მაინცადამაინც, შვილი უნდა შეიყვანოს პარლამენტში? ნუთუ იმ ყმაწვილმა ლონდონში ისეთი პროფესია ვერ შეიძინა, რომ დედის კალთას არ იყოს გამობმული მთელი ცხოვრების მანძილზე და შრომის წიგნაკი მაინცდამაინც პარტიასა თუ პარლამენტში გახსნას? რა ნიშნით უნდა შევიდეს პარლამენტში, რა დამსახურებისთვის? თაკო ჩარკვიანი რომ პოლიტიკოსად მოგვევლინება ილიას სამშობლოში, ვკითულობ: მართლა ილიას სამშობლო ვართ? გურამ პეტრიაშვილი მიყვებოდა ერთხელ, გაბრაზებული შევედი ზვიად გამსაურდიას კაბინეტში, ჩხუბის დაწყებას ვაპირებდი სახელმწიფო მინისტრად მურმან ომანიძის დანიშვნასთან დაკავშირებითო. ვიცი ახლა, რატომაც მოხვედი, ომანიძის გამო უნდა გამაკრიტიკო, მაგრამ შენ რომ დამენიშნე ამ თანამდებობაზე, ვერც პურს ჩამოიტანდი რუსეთიდან, ვერც – ხორბალს, საიდან მოვიყვანო ეს კადრები, მთვარიდან ხომ ვერ ჩამოვიყვანო – უთქვამს მაშინ პრეზიდენტს. გამსახურდიას თითქმის ყველა თნამდებობის პირი შევარდნაძის დავერბოვკებული იყო. თუმცა, დღეს სულიად სხვა სიტუაციაა. ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ სანთლით საძებარი აღარაა წესიერი და განათლებული, სამშობლოსთვის გულანთებული ადამიანები. სანთლით საძებნელიც რომ იყვნენ, უნდა მოძებნონ. მაინტერესებს, მიხეილ სააკაშვილი დაუშვებდა იმას, რომ სახელმწიფო ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშილი ყოფილიყო, მისი ქმარი კი – ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი?
დღეის მდგომარეობით, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლას არ აპირებენ…
აუცილებლად შევლენ, ოღონდ ხელისუფლება მათ ენის მოჩლექვით არ უნდა ელაპარაკოს. თუ ისინი უარს იტყვიან პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობი მიღებაზე, მაშინ უღალატებენ ათასობით ამომრჩეველს, რომლებმაც მათ მხარი დაუჭირეს. თუმცა, დღეს ისეთი ადამიანები აცხადებენ უარს პარლამენტში შესვლაზე, ისედაც რომ შანსი არ ჰქონდათ საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად. 9 პარტია დააკომპლექტებს პარლამენტს და იქ იბრძოლონ, თუ რამის თავი აქვთ.
როგორი სცენარია მოსალოდნელი იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის მოთხოვნას ხელისუფლება მართლაც დათანხმდება და ხელახალი არჩევნები გაიმართება?
მგონია, რომ პარტიათა უმრავლესობას, რომელიც ახლა გაჰყვირის, არჩევნები გამიყალბესო, ის 3 დეპუტატიც სანატრელი გაუხდება, რომლიც დღეს შეიყვანეს პარლამენტში. რატომ ჰგონიათ, რომ ქვეყნის პოლიტიკური ნებაა, რაც შეილება მეტი ,,ნაცი“ მოვიდეს ხელისუფლებაში? მათი 27% მუხრან მაჭავარიანის ლექსის ერთ სტროფს მაგონებს:
,,არ დაცემულა საქართველო ჯერეთ იმგვარად.
იხილო მსგავსი და არ წაგცდეს ცრემლები ღელედ!“
სულ მეჩვენება, რომ ისეთ პოლიტიკოსებს, როგორებიც არიან შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე, რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილი, საკუთარი თავი უყვართ პოლიტიკაში და არა – ქვეყანა.
,,პატრიოტთა ალიანსის“ მოულოდნელად დაბალ შედეგზე რას ფიქრობთ?
ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი უნდა მიხვდნენ, რომ პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე, მას აბინძურებენ ბინძური ადამიანები. უფალი ყველაფერს ხედავს. თუ მათი მხადამჭერები ყველა მოედანს ავსებენ, სად დაიკარგნენ ეს ადამიანები? უნდა დაფიქრდნენ ამაზე. თუკი ხელისუფლება მათ არჩევნებს გაუყალბებდა, რამდენი შეიძლება, ყოფილიყო გაყალბების პროცენტი? თუ ,,პატრიოტები“ მართლაც სამშობლოზე ფიქრობენ, არ შეიძლება, ისევე მოიქცნენ, როგორც – ,,ნაციონლები.“ ჯერჯერობით, რასაც აპირებენ, ისევე იქცევიან, როგორც მიხეილ სააკაშვილის მარდამჭერები და ეს მათ არ ეკადრებათ. არ მემეტებიან ისინი ,,ნაციონალების“ გვერდით დასადგომად. თუმცა, მაინც ვიტოვებ იმედს, რომ დღეს ქუჩში გამოსული ოპოზიცია, რომელიც პერმანენტულ აქციებს აანონსებს, დიდხანს ვერ შეინარჩუნებს საპროტესტო მუხტს და მათ მოუწევთ ამომრჩეველთა დაკვეთის შესრულება-საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა.