მილანის სასამართლომ იტალიელი ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებული უკრაინელი სერჟანტი გაამართლა
3 ნოემბერს მილანის სასამართლომ განიხილა აპელაცია ვიტალი მარკივის საქმეზე და გადაწყვიტა მისი გათავისუფლება.
სასამართლოზე საგანგებოდ ჩავიდა იტალიაში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი, რომელმაც სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია უკრაინელი სამხედროს გათავისუფლების შესახებ.
უკრაინის ეროვნული გვარდიის უფროს სერჟანტს, ვიტალი მარკივს ბრალი ედებოდა ორი პირის – ფოტორეპორტიორ ანდრეი როკკელისა და მისი რუსი თარჯიმნისა და ჟურნალისტ ანდრეი მირონოვის მკვლელობაში 2014 წელს, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სლავიანსკში მიმდინარე ბრძოლების დროს.
აღსანიშნავია, რომ შარშან ქალაქ ასიზის პირველი ინსტანციის სასამართლომ მარკივს თავისუფლების 24 წლით აღკვეთა. მარკივმა უარყო დანაშაულის ჩადენა და განაცხადა, რომ არავითარი კავშირი არ აქვს იტალიელის მკვლელობასთან.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლადიმირ ზელენსკიმ მარკივის გათავისუფლებას „სამართლის ზეიმი“ უწოდა.