„ნაციონალური მოძრაობა“ ფოთის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის შედეგების შესახებ გაყალბებულ ფოტომასალას აქვეყნებს

ოპოზიციის მიერ ფოთის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის შედეგების შესახებ გავრცელებული ფოტო არაავთენტურია. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ოპოზიცია კვლავ ახდენს ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებას და გაყალბებული ფოტომასალის საშუალებით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

„ნაციონალური მოძრაობასთან“ დაახლოებული პირები მიზანმიმართულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და აქვეყნებენ ფოთის ერთ-ერთ საარჩევნო უბნის შედეგების ბუნდოვან ფოტოს, სადაც თითქოს ჩანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 378-ის ნაცვლად 978 ხმა მიიღო.

სინამდვილეში, ფოტოსურათი გამიზნულად არის დამუშავებული და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოქმში ნათლად ჩანს კონკრეტული რიცხვები.

https://www.timer.ge/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები