ბონდო მძინარაშვილი: “ნაცმოძრაობა”, როგორც პოლიტიკური ძალა, რომელსაც სერიოზული ცვლილებების მოხდენა და ხელისუფლებაში დაბრუნება შეუძლია, აღარ არსებობს
“კრიმინალური ნაცბანდა აბსოლუტურად განადგურებულია და პოლიტიკურ სიცოცხლეს მხოლოდ საკუთარი ტელევიზიების ეთერში აგრძელებს, როგორც ბუტაფორია”, – ამის შესახებ ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობა”, როგორც პოლიტიკური ძალა, რომელსაც სერიოზული ცვლილებების მოხდენა და ხელისუფლებაში დაბრუნება შეუძლია, აღარ არსებობს.
“დიახ, კრიმინალური ნაცბანდა აბსოლუტურად განადგურებულია და პოლიტიკურ სიცოცხლეს მხოლოდ საკუთარი ტელევიზიების ეთერში აგრძელებს, როგორც ბუტაფორია. “ნაცმოძრაობა”, როგორც პოლიტიკური ძალა, რომელსაც სერიოზული ცვლილებების მოხდენა და ხელისუფლებაში დაბრუნება შეუძლია, აღარ არსებობს.
მათი ნებისმიერი “გაქაჩვა” და წაფაფხურება კრახისთვის არის განწირული. ,,ნაცები,, მუდმივად გვიჩიჩინებენ, რომ მათი მმართველობის 9 წელი აღარ უნდა ვახსენოთ და დავიწყებას მივცეთ. დიახ, გვეუბნებიან, რომ დავივიწყოთ ადამიანების წამება, გაუპატიურება და დახოცვა. დავივიწყოთ კუდ-ის სამმართველოს უფროსის მიერ ზღვაში გადაყრილი ცხედრები. დავივიწყოთ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე ცემით მოკლული ადამიანები და მაღაზიის სახურავზე გადამალული მათი გვარები. დავივიწყოთ ათიათასობით ადამიანი, რომელმაც გლდანის ციხის ე.წ. კარანტინი გაიარა. დიახ, თურმე, ეს ყველაფერი აღარ უნდა გავიხსენოთ და ამ მკვლელებსა და მანიაკებს ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება მივცეთ. ნურას უკაცრავად, როგორც მათი გაქცეული ბელადი სააკაშვილი იტყოდა. ნაცების 9-წლიან რეჟიმს ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს ისევე, როგორც ებრაელებს არ დაავიწყდებათ ჰოლოკოსტი და როგორც ჰიტლერის საკონცენტრაციო ბანაკებგამოვლილთა შთამომავლობას მუდამ ემახსოვრება ფაშისტური რეჟიმი.
ფაქტია, რომ სააკაშვილის ნეოფაშისტურ რეჟიმს გარკვეული რაოდენობის მხარდამჭერები ჯერ კიდევ შემორჩა, ზოგიერთი ცნობილი ხელოვანი კი იმასაც არ თაკილობს, მკვლელებისა და მწამებლების ბანდას სცენიდან უმღეროს.
არ შეიძლება, პოლიტიკურ ველზე არსებობდეს დამნაშავე ძალა, რომელიც მუდმივად დესტრუქციულ რეჟიმში ამყოფებს ჩვენს მოსახლეობას. არ შეიძლება, კრიმინალებისა და სახელმწიფო დამნაშავეების ხროვას საკუთარი ტელეარხები, რომელიც დეზინფორმაციით, ბილწსიტყვაობითა და სიძულვილით წამლავენ საზოგადოებას.
კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხადებ – “ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ უნდა მოიკვეთოს. დიახ, ახალი პარლამენტი აუცილებლად უნდა მიუბრუნდეს “პატრიოტთა ალიანსის” რეზოლუციას და “ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალოს.
“ნაციონალურ მოძრაობას” ხელისუფლებაში თუნდაც ძალადობრივი გზით დაბრუნების არავითარი რესურსი არ გააჩნია. ,,ნაცების,, მხარეს არის რამდენიმე ათეული ყოფილი სამხედრო და ძალოვანი, რომლებიც თითქოს, პუტჩის საფრთხეს წარმოადგენენ, მაგრამ მეორე მხარეს დგას ქართველი ხალხი, რომელიც ფაშისტების ხელისუფლებაში დაბრუნებას არასოდეს დაუშვებს”, – განაცხადა მძინარაშვილმა.