საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის ტერიტორია დატოვეს და კვლავ პარლამენტთან იკრიბებიან

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. ისინი მსვლელობით კვლავ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციის გაგრძელებას აპირებენ.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს.
გაერთიანებული ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების განცხადებით, მმართველმა გუნდმა საპარლამენტო არჩევნები გააყალბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები