რა შეღავათებით ისარგებლებს მოსახლეობა პირველი ნოემბრიდან – მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ღონისძიებების მე-3 ეტაპზე მოსახლეობა ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში კვლავ ისარგებლებს კომუნალურების ანაზღაურების იმავე პრონციპით, როგორც ეს პირველ ფაზაში განხორციელდა.

“როგორც ადრე დავაანონსეთ, ანტიკრიზისული ღონისძიებების მე-3 ეტაპზე, 1-ელი ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) უკვე ამოქმედდება:

1. ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება – 200 კვტ. სთ-მდე – 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს.

2. წყლისა და დასუფთავების გადასახადის ანაზღაურება.

3. გაზის საფასურის ანაზღაურება – 200 მ3-მდე – 650 ათას ოჯახს.

• სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დახმარებაზე თქვას უარი.

• გლობალური კრიზისის ფონზე, ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქებთ მომავალ თვეებს, როდესაც ეს მათ განსაკუთრებით სჭირდებათ”, -აღნიშნულია პრემიერის ოფიციალურ “ფეისბუქგვერდზე”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები