პედიატრი: გათავისუფლდით პანიკისგან და მხოლოდ 37 გრადუსი ტემპერატურის გამო ნუ იძახებთ სასწრაფო გადაუდებელ ბრიგადებს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკას არ აყვნენ და უბრალოდ სიცხის მომატების დროს სასწრაფო დახმარების ჯგუფი არ გამოიძახონ. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, მოქალაქეების უპასუხისმგებლობას შეიძლება, სამედიცინო პერსონალის დეფიციტი მოჰყვეს.

“საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვართ, შემთხვევათა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება!!! ამის მიზეზი ძალიან ბევრია, ბევრი შეცდომაა დაშვებული, ბევრი დაგვიანება, უყურადღებობა, შეთქმულების თეორიების დაჯერება, ქართული ტრაბახი და დაიმედება საკუთარი თავის და სხვისაც, რა მაგრები ვართ ქართველები და უმტკივნეულოდ დავამარცხეთ ეპიდემია!!! ბევრი დრო დავკარგეთ, უფრო ძლიერები შეგვეძლო, ვყოფილიყავით და უფრო მომზადებულები, თუმცა, ვთვლი, რომ ახლა მხოლოდ ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ, ექიმებმა ხალხზე და პირიქით! ჩვენი უამრავი  კოლეგა ავადდება!!! რაც აუცილებლად ჩიხში შეიყვანს ისედაც უკვე განვითარებულ ჰოსპიტალურ კოლაპსს!! ჯიბრის დრო არ არის!!! გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ!!! რადგან ბევრ შეცდომას, მოქალაქეების უპასუხისმგებლობას და, რაც მთავარია, სამედიცინო პერსონალის დეფიციტს ვხედავ!!! ლოჯისტიკის კოლაფსი დაიწყო!!! გათავისუფლდით პანიკისგან და მხოლოდ 37 გრადუსი ტემპერატურის გამო (რომელიც შეიძლება, ფსიქოლოგიურიც იყოს) ნუ იძახებთ სასწრაფო გადაუდებელ ბრიგადებს (ამ დროს ყოველთვის იფიქრეთ, რომ თქვენ მოაცდინეთ ბრიგადა, ვისაც გადარჩენა შეეძლო იმ ადამიანის, რომელიც 16 საათია, ელოდება ექიმს სუნთქვის უკმარისობის გამო) ნუ მოაცდენთ ერთი დაცემინების გამო ოჯახის ექიმის ძვირფას დროს!!! უამრავი ადამიანი რეკავს და ძალიან ბევრს მართლა კრიტიკული მდგომარეობა აქვს! ექიმიც ადამიანია და ეწურებათ რესურსი! კოვიდდადებითი ტესტის მქონე პაციენტები ნუ დადიხართ საკუთარი ფეხით აფთიაქებში, მაღაზიებში, უამრავი შემთხვევა ვიცი… იზოლაციაში უნდა გადახვიდეთ!!!
​ნიღაბი ყველგან როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში, რაც ნაკლებ დოზას მივიღებთ ვირუსის უფრო მსუბუქი ფორმით დაავადდებით!!! კოვიდ-19,80%-ში არ საჭიროებს კლინიკაში მკურნალობას, მათ პირველადი ჯანდაცვის რგოლი მიხედავს, რომლებიც აგრეთვე უმძიმეს მდგომარეობაში არიან! ამიტომ მე პირადად, პედიატრს უამრავი ადამიანი მირეკავს, აზრს მეკითხება და დახმარებას მთხოვს არამარტო ბავშვებზე, შეძლებისდაგვარად ყველა ზარსა და SMS-ს ვპასუხობ და ამ დღეშია  ჩემი ყველა კოლეგა!!! დღეს ჩვენ, ყველა სპეციალობის ექიმი ერთი მიზნის გარეშემო ვტრიალებთ!!! ხელი ხელს მივცეთ, გული – გულს!!! გავატარებინოთ ერთმანეთს დამძიმებული სული, კოლეგებო და ჩვენ ხალხსაც შევუმსუბუქოთ ყოფა!!! ახლა ისეთი სიტუაციაა, ერთი სიტყვაც კი მნიშვნელოვანია პაციენტისთვის! ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!!! ჩაკეტვაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ ერთმანეთთან სტუმრობაზე, დახურულ სივრცეებში სიარულზე, რესპირაციული სიმპტომებით გარეთ გამოსვლაზე თავი შეიკავეთ!!! თუმცა, არჩევნებზე მისვლა, სადაც ყველა წესი დაცულია, ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია!!! ჯანმრთელობასა და წარმატებებს გისურვებთ ყველას”, – წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები