ამირან გამყრელიძე: ექიმები წინა ხაზზე ვიმყოფებით, ინფიცირება გასაკვირი არ არის, ამიტომ, გარკვეული რეზერვები არსებობს

“სამწუხაროდ, ექიმები წინა ხაზზე ვიმყოფებით, ამიტომ, ინფიცირების შემთხვევები გასაკვირი არ არის. ასეთ დროს ხდება ჩანაცვლება სხვადასხვა რეგიონით და, რა თქმა უნდა, გარკვეული რეზერვები არსებობს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, სასწრაფოს ექიმებს კორონავირუსზე ტესტირება ყოველ 48-72 საათში უტარდებათ.

„სამწუხაროდ, ჩვენ, ექიმები წინა ხაზზე ვიმყოფებით, ამიტომ, ინფიცირების შემთხვევები გასაკვირი არ არის. ასევე, იყო შემთხვევები გაზაფხულზე, როდესაც სასწრაფოს თანამშრომლები დაინფიცირდნენ ბოლნისში. ასეთ დროს ხდება ჩანაცვლება სხვადასხვა რეგიონით და, რა თქმა უნდა, გარკვეული რეზერვები არსებობს. ამავე დროს, ჩვენ სასწრაფოს თანამშრომლები ტესტირების სხვა რეჟიმზე გვყავს გადაყვანილი, რათა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს. ეს არის ზოგჯერ 48, ზოგჯერ კი 72-საათიანი მუდმივი ტესტირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები