აზერბაიჯანი და სომხეთი მოსკოვში მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას.
ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განუცხადა.
“აქტიური მზადება მიმდინარეობს”, – თქვა დიპლომატმა.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ მხარეები მოსალაპარაკებლად რუსეთის პრეზიენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიიწვია.