ივან რიბალკა – პატიმარი N60308, რომელმაც სუნთქვა 1943 წლის 1-ელ მარტს შეწყვიტა
ფოტოზეა ივან რიბალკა, 1925 წლის 6 თებერვალს დაბადებული ბიჭი, ნასტასია და მაქსიმ რიბალკების შვილი. აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის დოკუმენტების მიხედვით, ივანი რძით ვაჭრობდა.
ის და სხვა 56 პირი საკონცენტრაციო ბანაკში 1942 წლის 20 აგვისტოს გადაასახლეს. იქ ჩასვლისას ივანი დაარეგისტრირეს, როგორც რუსი პოლიტმატიმარი და მიანიჭეს ნომერი – 60308.
ივანი 1943 წლის 1-ელ მარტს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მოწმობაში მიზეზად, რა თქმა უნდა, სხვა რამ ჩაწერეს, თუმცა, ისიც, როგორც სხვა უამრავი ადამიანი, გულში ფენოლის ინექციით მოკლეს. იმ დღეს შუცშტაფელის (SS) მაღალჩინოსანმა ბანაკიდან, 13-დან 17-წლამდე ასაკის, სულ მცირე, 82 ბიჭი წაიყვანა (პოლონელები, ებრეალები და რუსები). ისინი მე-20 ბლოკის ოთახში მოათავსეს, საღამოს კი ყველა დახოცეს. მათ შორის იყო ივანიც.