უცხოური მედია: თბილისმა გამოთქვა მზადყოფნა, უმასპინძლოს შეხვედრას ბაქოსა და ერევნის წარმომადგენლებს შორის

“თბილისმა გამოთქვა მზადყოფნა, უმასპინძლოს შეხვედრას ბაქოსა და ერევნის წარმომადგენლებს შორის. საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აქვს ორივე ქვეყანასთან, ხოლო მისი ხელისუფლება ხაზს უსვამს თბილისის ნეიტრალურ პოზიციას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებით”, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა emerging-europe სტატიაში სახელწოდებით – “ცეცხლის შეწყვეტას პირი არ უჩანს – ბრძოლა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო გრძელდება” აქვეყნებს.

“გარდა ამისა, საქართველოში ცხოვრობს სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეთა დიდი რაოდენობა. მათი თანაცხოვრება მშვიდობიანია, თუმცა, ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან ერევანსა და ბაქოს შორის დაძაბული ურთიერთობების მიმართ. უჭერს რა მხარს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და აცხადებს რა ნეიტრალიტეტს, საქართველო, ძირითადად, კონცენტრირებულია საშინაო და რეგიონულ სტაბილურობაზე. კონფლიქტის გამძაფრების კვალდაკვალ, სომხეთი და აზერბაიჯანი სულ უფრო აქტიურად მოუწოდებენ თავიანთ რეგიონულ მხარდამჭერებს სამხედრო დახმარებისკენ. როგორც მთავარმა სატრანზიტო ქვეყანამ, საქართველომ აკრძალა ნებისმიერი სამხედრო შეიარაღების გატარება საკუთარ ტერიტორიაზე: „ესკალაციის დაწყებისთანავე დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით“. საქართველომ უარყო ბრალდებები, რომელთა თანახმად მან თითქოს საკუთარ ტერიტორიაზე გაატარა თურქეთიდან აზერბაიჯანისკენ მიმავალი სირიელი მებრძოლები და ამას „საქართველოსა და ფართო რეგიონში სიტუაციის ესკალაციისკენ მიმართული“ დეზინფორმაცია უწოდა. რუსეთისა და თურქეთისთვის კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკვე ათწლეულებია, რაც წარმოადგენს ინტერესთა კონფრონტაციის წყაროს. ანკარა არ აცხადებს ნეიტრალიტეტს ამ კონფლიქტში. თურქებისა და აზერბაიჯანელებისთვის რეგიონის პოლიტიკას განსაზღვრავს მათი ეთნიკური კავშირები. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს. ჯერჯერობით ანკარის მხარდაჭერა გამოიხატება მხოლოდ მორალურ და პოლიტიკურ სოლიდარობაში, თუმცა, ბოლო შეტყობინებების თანახმად, თურქეთი, სავარაუდოდ, სადაზვერვო და სამხედრო მხარდაჭერასაც ახორციელებს. ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ერთობლივი განცხადების პასუხად, პრეზიდენტმა ერდოღანმა უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ზედაპირული“ მოთხოვნების შესაბამისად მოქმედებაზე. მისი აზრით, კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის წინაპირობაა „აზერბაიჯანის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება“, – წერს გამოცემა.

სტატია იხილეთ ლინკზე – https://emerging-europe.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები