ფაშინიანი მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა, პირობას აყენებს

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ერევანი ყოველთვის იყოს მზად, ყარაბაღის კონფლიქტი მშვიდობიანი გზით დარეგულირებულიყო.

ამის შესახებ მან რუსული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ამასთან,  როგორც ფაშინიანმა განმარტა,  ეს არ ნიშნავს იმას, რომ სომხეთი და ყარაბაღი მზად არიან, საკითხის მოგვარება მათი “ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების საზიანოდ მოხდეს”.

კითხვაზე, არის თუ არა მზად ერევანი-მოსკოვი-ბაქოს სამმხრივი სამიტის ჩატარებისთვის, თუ ასეთი წინადადება იქნება, რაზეც სომხეთის პრემიერმა თქვა, რომ “ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების დროს, სამიტებზე საუბარი უადგილოა”.

“ადრე მითქვამს, რომ მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭიროა პირობები და გარემოება. სომხეთი ყოველთვის იყო მშვიდობიანი დარეგულირების მომხრე”, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები