Galt & Taggart: ლარის მცურავი კურსი ეკონომიკას შოკების შთანთქმაში ეხმარება

საქართველოს აქვს მცურავი სავალუტო რეჟიმი, ანუ ისეთი, როგორიც ჩვენნაირი პატარა და ღია ეკონომიკისთვის ყველაზე მისაღებია. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, ევა ბოჭორიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საგარეო შოკის პირობებში, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ქვეყანას უნარჩუნებს სავაჭრო კონკურენტუნარიონობას, რომ ექსპორტი უფრო არ გაძვირდეს და იმპორტი არ გაიაფდეს. ეს უკანასკნელი კი აუცილებელია იმისთვის, რომ, დიდი საგარეო შოკის პირობებში, ეკონომიკაში საგარეო დისბალანსის ავტომატური კორექტირება მოხდეს და ვალუტას ამ შემთხვევაში შოკის შთანთქმის ფუნქცია აქვს.

ევა ბოჭორიშვილის მოსაზრებით, კურსი რომ რომელიმე ვალუტას მივაბათ, საამისო რეზერვებიც არ გაგვაჩნია და მყარი ვალუტის ცნებაც საკამათოა. ბოჭორიშვილის განმარტებით, გამოსავალი არც ფიქსირებული სავალუტო კურსია. მისი ინფორმაციით, ფიქსირებული ვალუტები, ძირითადად, ნავთობექსპორტიორ ქვეყნებს აქვთ, თუმცა, ნავთობის ფასის კლების დროს მათ ცენტრალურ ბანკებს უწევთ დიდი მოცულობის რეზერვების ხარჯვა და თუ შოკი დიდხანს გრძელდება, იძულებულნი ხდებიან, ვალუტა გააუფასურონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები