ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ ვერცერთი კანდიდატი ვერცერთ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებს ვერ მოიგებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიგებს ვერცერთ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებს
კობახიძის თქმით, ამის მორიგი გამოხატულებაა მურთაზ ზოდელავა, რომელიც შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფოთში, ხობსა და სენაკში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინოს.
„ვერც განახლებას ახერხებენ, ვერც – რაიმე პოზიტიურის შეთავაზებას. „ნაციონალური მოძრაობის“ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიგებს ვერცერთ მაჟორიტარულ არჩევნებს, ამაზე შემიძლია, ვისაუბრო მთელი პასუხისმგებლობით“ , – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.