გიორგი გახარია: ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ ბათუმში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმება არ გადაეცეს სხვა ქალაქებს
“მესტია-ლენჯერში დღეიდან ყველანაირი შეზღუდვა უქმდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეზღუდვების სრულად მოხსნის შესაძლებლობას იძლევა.
„მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია შედარებით დამძიმდა, მესტია-ლენჯერის რაიონში ჩვენ მოსალოდნელ ეპიდემიურ აფეთქებას გავართვით თავი და მართვა შევძელით ეფექტურად, ამიტომ აქ, რა თქმა უნდა, დღეიდან ყველანაირი შეზღუდვა უქმდება იმიტომ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას გვაძლევს. ყველამ უნდა ვიზრუნოთ ახლა იმაზე, რომ ბათუმში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმება არ გადაეცეს სხვა ქალაქებს, სადაც დამსვენებლები დაიწყებენ დაბრუნებას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.