დავით მათიკაშვილი – პრეზიდენტის გადაყენებაზე უნგრეთის პარლამენტის მიღებულ კანონთან დაკავშირებით ბრიუსელის დუმილზე: ეს არის ტიპური მაგალითი დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, რომელიც აქვს ევრობიუროკრატიას

“ეს არის ტიპური მაგალითი დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, რომელიც აქვს ევრობიუროკრატიას,” – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ევროკავშირის დუმილზე უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„როდესაც უნდათ და აწყობს ევრობიუროკრატიას გამარჯვებულმა პარტიამ, მაგალითად უნგრეთში, ყველაფერი უნდა წაიღოს. მათ შორის მას შეუძლია დროზე ადრე დაიწყოს იმპიჩმენტი, კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს იმიტომ, რომ მოქმედი პრეზიდენტის გემოვნება და პოლიტიკური შეხედულებები არ მოსწონს. ამ ყველაფერზე ევრობიუროკრატია არის ჩუმად, ხმას არ იღებს იმიტომ, რომ ეს პროცესი არის იმ გემოვნების და სურვილების ფარგლებში, რაც აქვს ევრობიუროკრატიას. 
ხოლო საქართველოში, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა ის უმრავლესობა მიიღო, რომელიც აძლევდა საშუალებას აღმასრულებელი ხელისუფლების ჩამოყალიბების და ა.შ. ჩვენ გამოგვიცხადეს, რომ არა ბატონო, ეს არ არის დემოკრატია, თქვენ უნდა ადგეთ და ის პარტიები, რომლებიც ანგრევენ ამ ქვეყანას, ანგრევდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ა.შ. სრულიად უკანონოდ, კონსტიტუციის დარღვევით უნდა გადასცეთ მათ საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეების თანამდებობა, უნდა მისცეთ საშუალება, რომ გენერალური პროკურორი ისე აირჩეს პარლამენტის მიერ, რომ ამ ოპოზიციამ უნდა მიიღოს დიდად მონაწილეობა და ლომის წილი უნდა შეასრულოს, რომ უმრავლესობა უმრავლესობა არ არის, რომ დემოკრატია საქართველოში არ არის მისაღები მაგრამ იქ, სადაც აწყობთ ამაზე ხმას არავინ არ იღებს.
ეს არის ტიპური მაგალითი დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, რომელიც აქვს ევრობიუროკრატიას. და ეს რომ დიდხანს ასე ვერ გასტანს და ვერ შეძლებენ ამ სტატუს – კვოს შენარჩუნებას ძალიან მარტივია ამის გამოცნობა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, უნგრეთის პარლამენტმა ორშაბათს დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება პრეზიდენტ ტამაშ შულიოკის გადაყენების შესახებ, რომელიც, პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის თქმით, ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის „მარიონეტია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები