ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 19 მილიონი ლარია გათვალისწინებული

“უკვე იწყება ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ნამდვილად ისტორიული მოვლენაა, პარკიც ისტორიულია და, შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის რეაბილიტაციას”, – ამის შესახებ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა განაცხადა.

„ვინაიდან საკმაოდ დიდი და ხალხმრავალი ტერიტორიაა, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მოსახლეობისთვის კომფორტული ყოფილიყო, შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიყოფა ზონებად და კონკრეტულ ზონებში განხორციელდება. მთლიანად განახლდება პარკის ინფრასტრუქტურა, მწვანე საფარი. პარალელურად მიმდინარეობს კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციის პროექტირება, რომელიც მაქსიმუმ ორი კვირის ფარგლებში დასრულდება და ჩვენ უკვე გამოვაცხადებთ სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერს. ეს ორი პროცესი პარალელურ რეჟიმში წარიმართება და მომავალი წლის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება დასრულებული, განახლებული ვაკის პარკი“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 19 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები