„პრაღის მიღმა: ებრაელთა ემანსიპაცია და ფორტეპიანოს ებრაელი ვირტუოზების აღზევება“ – პროფესორ სტივენ თომპსონ მურის ლექცია გაიმართება
29 ოქტომბერს, 16:00 საათზე, კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში გაიმართება პროფესორ სტივენ თომპსონ მურის ლექცია – „პრაღის მიღმა: ებრაელთა ემანსიპაცია და ფორტეპიანოს ებრაელი ვირტუოზების აღზევება“.
კონსერვატორიის ინფორმაციით, პროფესორმა სტივენ თომპსონ მურმა მუსიკოლოგიის ხარისხები ჰარვარდისა და სტენფორდის უნივერსიტეტებში მიიღო. მისი სტატიები მუსიკის შესახებ გამოქვეყნებულია ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ, პორტუგალიურ, გერმანულ, ჰოლანდიურ და უნგრულ ენებზე აშშ-ის, ბრაზილიის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ისრაელის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და უნგრეთის სამეცნიერო ჟურნალებში. მისი უახლესი წიგნი მეოცე საუკუნის ჩეხეთისა და სხვა ქვეყნების მუსიკის შესახებ 2025 წლის მაისში გამოიცა პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში, გამომცემლობა Edições Colibri-ს მიერ. ის არის მაიამიში, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში მდებარე გრინის ბიბლიოთეკის ხმისა და გამოსახულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ლექციის აბსტრაქტი იხილეთ ბმულზე: https://tsc.edu.ge/%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1…/