ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენი მიზანია 200 ლარი, რომელიც ბავშვებისთვის გამოვყავით, ხელუხლებელი და სრული ოდენობით იყოს ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის

“ჩვენი მიზანია ის 200 ლარი, რომელიც გამოვყავით ჩვენი ბავშვებისთვის, ხელუხლებელი და სრული ოდენობით იქნას ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა იმ დაწესებულებებს უნდა მიმართონ, სადაც მათ საშუალება ექნებათ, მომსახურება ყველანაირი ანაზღაურების გარეშე მიიღონ.

„გამოვლინდა კერძო პირები, ასევე, ინდივიდუალური და გარკვეული ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობდნენ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დახმარებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს იმ აპლიკაციის შევსებაში, რითაც მათ საშუალება ეძლეოდათ მიეღოთ 200 ლარიანი დახმარება, რომლის ინიცირებაც მთავრობამ მოახდინა. კიდევ ერთხელ მივმართავთ როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ისე, იმ ჯგუფებს, რომლებიც გარკვეული სპეკულაციებით იყენებენ იმ სიკეთეებს, რომლებიც მიმართულია მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ, თავი აარიდონ მსგავს ქმედებებს. მოქალაქეებს კი ვთხოვთ, მიმართონ იმ დაწესებულებებს, სოციალურ სააგენტოებს, ადგილობრივ თვითმმართველობას, სადაც მათ საშუალება ექნებათ, ყველანაირი ანაზღაურების გარეშე მიიღონ მომსახურება. ჩვენი მიზანია ის 200 ლარი, რომელიც ჩვენ გამოვყავით ჩვენი ბავშვებისთვის, ხელუხლებელი და სრული ოდენობით იქნას ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები