სტიუარტ მაკდონალდი: ადამიანთა უფლებების დარღვევა, ხალხის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ აგრესია გრძელდება

შოტლანდიის ეროვნული პარტიის პრესსპირკერი აგვისტოს ომის 12 წლისთავს ეხმაურება. განცხადებას სტიუარტ მაკდონალდი სოციალურ ქსელ Twitter-ზე აქვეყნებს.
„12 წლის წინ რუსულმა სამხედრო ძალებმა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინეს. ადამიანთა უფლებების დარღვევა, ხალხის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ აგრესია გრძელდება. სოლიდარობას ვუცხადებ საქართველოს ხალხს“, – წერს მაკდონალდი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები