გია ვოლსკი: „მეგობარი აქტის“ შინაარსი ბევრმა არ იცის – საქართველოს ხელისუფლების ოპონენტებს სურთ, ქვეყანას როგორმე დარტყმა მიაყენონ

„სამხრეთ კავკასიაში ვინც სტაბილურობით არის დაინტერესებული, ისე იმოქმედებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობის წინაპირობა შექმნას, ვმოქმედებთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ, სანამ ეს ურთიერთობები დალაგდება, ურთიერთობების დალაგებას ვესწრაფვით, ეს არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანა,“ – ამის შესახებ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ანალიზი უნდა გააკეთოს ხალხმა რა ხდება – ისეთი ჩანაფიქრი ხომ არ არის, რომ საქართველო დაზიანდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მარიონეტული ხელისუფლება არ ჰყავს.

„მეგობარი აქტის“ შინაარსი ბევრმა არ იცის. ზოგიერთი მოწყურებულია, რომ როგორმე, საქართველო დაზიანდეს. ერთი მხრივ, ამას ხელს ტაივანის წარმომადგენელი თინა ხიდაშელი უწყობს, მეორე მხრივ, სალომე ზურაბიშვილი, რომლის დამფინანსებელი ტრამპს მოძალადეს უწოდებს. ანალიზი გააკეთეთ, რა ხდება – ისეთი ჩანაფიქრი ხომ არ არის, რომ საქართველო დაზიანდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მარიონეტული ხელისუფლება არ ჰყავს. ამ ყველაფერს გარკვეული ადამიანები წინ აღუდგნენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენი ურთიერთობები ასე არ უნდა ვითარდებოდეს და ჰუმანური არ არის. ვინც სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობით არის დაინტერესებული, ისე იმოქმედებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობის წინაპირობა შექმნას. ვმოქმედებთ, რომ როგორმე, ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ, სანამ ეს ურთიერთობები დალაგდება. ურთიერთობების დალაგებას ვესწრაფვით და ეს არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანა. ასე ჩვენი ოპონენტები არ ფიქრობენ, რომელთაც სურთ, როგორმე საქართველოს დარტყმა მიაყენონ. მათი ფორმულაა – ქვეყანა უბედურებაში ჩართონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები