ირაკლი კობახიძე – თუ იყო წარსულში გადაცდომები კორუფციის კუთხით, ამას სჭირდება რეაგირება, რათა მივიღოთ პრევენციის ეფექტი, შესაბამისად, ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანები და მკაცრები

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ კორუფციის აღმოფხვრაზე, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანები და მკაცრები, ეს არის ერთადერთი უპირობო გზა იმისაკენ, რომ ჩვენ მაქსიმალურად აღმოვფხვრათ კორუფცია ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა მიმართულებით აქტიურად მიდის მუშაობა, მთავარი არის მიმდინარე პროექტების ხარჯ ეფექტიანობის მაქსიმალურად გაუმჯობესება, მართვის სისტემის ხარჯ ეფექტიანობის უზრუნველყოფა.

„ამასთან ერთად, ჩვენ ვინტერესდებით იმით, თუ რა ხდებოდა წარსულში. თუ იყო წარსულში გადაცდომები კორუფციის კუთხით, ამასაც სჭირდება რეაგირება. პირველ რიგში იმისათვის, რომ მივიღოთ პრევენციის ეფექტი, თუ არ არის მაგალითები ბუნებრივია, ცდუნება რჩება იმისა, რომ ვიღაცას ხელი წაუცდეს. ეს არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის, კორუფცია ზოგადად არის დამაზიანებელი სახელმწიფოსთვის და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ კორუფციის აღმოფხვრაზე, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანებიც და მკაცრებიც, ეს არის ერთადერთი უპირობო გზა იმისაკენ, რომ ჩვენ მაქსიმალურად აღმოვფხვრათ კორუფცია ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები