„რამ შემქმნა ადამიანად?!“ – ეთერ თათარაიძის ონლაინლექცია
7 აგვისტოს, 18:00 საათზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ფოლკლორისტ ეთერ თათარაიძის ონლაინლექცია გაიმართება, რომელიც ვაჟა-ფშაეველას ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე ისაუბრებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ლექციის თემაა: „რამ შემქმნა ადამიანად?!“
ეთერ თათარაიძე ავტორია წიგნისა – „მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი”, რომელშიც წარმოდგენილია ვაჟა-ფშაველას ქალიშვილის, გულქან რაზიკაშვილის მოგონებები მამაზე. წიგნს 1990 წელს პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია მიენიჭა.