„მერაბიშვილი ჭანჭიკია ყველა ბოროტების და დანაშაულის თავიდათავი სააკაშვილია“

   პარლამენტარი სოსო ჯაჭვლიანი თვლის, რომ 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილი „გაჭედილია“, – ამის შესახებ დეპუტატი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრობს. „26 მაისის საქმეზე მერაბიშვილი რომ გაჭედილია, ამას წყალი არ გაუვა, ვერაფერით დაიძვრენს თავს პასუხისმგებლობისგან, უბრალოდ მერაბიშვილი ჭანჭიკია ყველა ბოროტებისა და დანაშაულის თავიდათავი არის სააკაშვილი და პირველ რიგში, მან უნდა აგოს პასუხი ყველაფერზე!“ – აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი. დეპუტატი 26 მაისის საქმის სასამართლო განხილვასაც იხსენებს. მისი თქმით, მან სასამართლო პროცესზე 26 მაისის მოვლენების ირგვლივ ჩვენება მისცა, თუმცა ამ დაკითხვას ვანო მერაბიშვილი არ ესწრებოდა. „ცხოვრებაში პირველს არასოდეს არავისთვის არასოდეს მიმიყენებია შეურაცხყოფა. და თუ ვინმე აქეთ მომაყენებს, საკადრის პასუხსაც მიიღებს ჩემგან. მით უმეტეს, წაქცეულ კაცს ფეხს არასოდეს დავადგამ. მერაბიშვილი წაქცეულია და რა უნდა მეთქვა მისთვის. არაფერის თქმას არ ვაპირებდი, სულ ტყუილად გაიქცა დარბაზიდან. სასამართლოზეც ვთქვი, კარგი იქნებოდა მერაბიშვილი აქ რომ ყოფილიყო, ისეთს არაფერს ვიტყოდი-მეთქი“, – ამბობს სოსო ჯაჭვლიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები