დავით სონღულაშვილი პრემიერს: რთველის პერიოდში რა მექანიზმებით მოხდება მეღვინეობის სუბსიდირება
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრი ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით სონღულაშვილი რთველის სუბსიდირების საკითხებით დაინტერესდა.
„გურჯაანში, როგორც მეღვინეობის მუნიციპალიტეტში, მეღვინეობა-მევენახეობა წამყვანი მიმართულებაა და, დღეს არსებული ეკონომიკური კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, რაც მსოფლიოში დგას, ეს მოცემულობა მეღვინეობასაც აქტიურად შეეხო და საკმაოდ დიდი კლებაა ამ მიმართულებით. მაინტერესებს, რა მექანიზმით მოხდება სუბსიდირება რთველის პერიოდში, რადგან ეს ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც არამარტო გურჯაანის მუნიციპალიტეტს, არამედ კახეთის რეგიონს აწუხებს”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.