14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა

 

14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, პროფესიულ კოლეჯ „სპექტრს“ ეწვია, შეხვდა კოლეჯის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტს და სსსმ სტუდენტებისთვის კოლეჯში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და ინსტრუმენტებს პირადად გაეცნო.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, თამარ ქიტიაშვილმა სპექტრში სტუმრობისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომლებსაც პროფესიული კოლეჯები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პროფესიულ განათლებაში მიზიდვისა და ჩართვის მიზნით ახორციელებენ.

“დღეს საქართველოში პროფესიული განათლება თანაბრად ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის.

საქართველოს პარლამენტმა 14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ 2000 წელს გამოაცხადა. ამ დღის მიზანია, შშმ პირების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.

შეგახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია  მიმდინარე წლის 20 მაისს დაიწყო და 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები