ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ღამის საათებში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთისს ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის კმ15-კმ17 (ქ.ქუთაისი ჭავჭავაძის გამზირი, გუგუნავას ქუჩის შესახვევიდან გზაგამტარი ხიდის ჩათვლით) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2020 წლის 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით მხოლოდ ღამის საათებში – 22:00 სთ-დან-07:30 სთ-მდე ნაწილობრივ შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.