„ლამბალო და ყაშა“ – ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი სეზონის ბოლო პრემიერას უმასპინძლებს
4, 5 ივლისს, 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერაა:
„ლამბალო და ყაშა“. რეჟისორი – დიმიტრი ხვთისიაშვილი.
მოზარდ მაყურებელთა თეატრის ინფორმაციით, თეატრალური სეზონის ბოლო პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე მიხეილ ჯავახიშვილის ყველაზე სკანდალური ნაწარმოების ინსცენირებას ეთმობა.
„სიკეთისა და ბოროტების სახით ერთმანეთს უპირისპირდებიან ახალგაზრდა მუსლიმი მაშადი ჰასანი (მეტსახელად ლამბალო) და გაიძვერა და ფლიდი ასურელი მართლმადიდებელი ყაშა ლაზარე“, – აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.