კომპოზიტორ მარიკო კვალიაშვილის მუსიკალური პოემა „ტატო“ – ოპერის თეატრში

8 ივლისს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი მუსიკალურ – თეატრალურ წარმოდგენას  – „ტატოს“  უმასპინძლებს.
ოპერის თეატრის ინფორმაციით, ეს იქნება თეატრალური საღამო ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებაზე.
წარმოდგენა კომპოზიტორ მარიკო კვალიაშვილის ორ მოქმედებიანი პოემაა –  ოცდაერთი ახალი სიმღერით, საოპერო, საესტრადო და ხალხური მუსიკის შერწყმით და უნიკალური ფორმატით.
აღწერა
საღამო სრულიად განსხვავებული ფორმატისაა, რომელშიც აჟღერდება როგორც საოპერო, ასევე საესტრადო და ხალხური მუსიკა. სპექტაკლი კოსტიუმირებულია იმ დროისათვის შესაფერისი სამოსით. ეს არის ნიკოლოზ ბარათაშვილის განვლილი ხანმოკლე ცხოვრების ასახვა სცენაზე დაბადებიდან – სიკვდილამდე. სცენაზე ნიკოლოზ ბარათაშვილთან ერთად გაცოცხლდება ყველა ის პერსონაჟი, ვინც დიდი პოეტის ირგვლივ არსებობდა.

შემსრულებლები:
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები: მარიკა მაჩიტიძე, სულხან გველესიანი, არმაზ დარაშვილი, თამაზ საგინაძე.
საოპერო მომღერლები: ბაია გრიგოლია, ნათია ბეჟაშვილი, ოთარ შიშინაშვილი, თორნიკე პაპიძე.
ქართული ესტრადის ვარსკვლავები: ეკა კვალიაშვილი, ქეთი ქართველიშვილი, ზვიად მიჩილაშვილი, გელა დონაძე, ბადრი ჩიხიაშვილი, გიგა აბესაძე, გიგა ჯალაღონია, მიშო ჯავახიშვილი, აჩიკო ბერიძე, თინა მეითოვა, ნუგზარ კვაშალი, ანსამბლ „შავნაბადას“ სოლისტი დიმიტრი ჭითანავა.
გორის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი – თეონა ცირამუა.
თეატრის ცნობილი მსახიობები: ნიკოლოზ ნანიტაშვილი, ანდრია გველესიანი.
საოპერო სტუდიის კაპელა (ქორმაისტერი ლაშა მიროტაძე); პატრიარქის ნათლულთა გუნდი „საგალობელი“ (ხელ. მაია მიქაბერიძე); „ქაშუეთის“ ტაძრის მგალობელთა გუნდი.
ანსამბლები: „შვიდკაცა“, „ჰერიო“; „ახალი ბანა“; „თბილისური კვარტეტი“.
ქორეოგრაფიული ანსამბლი „აფხაზეთი“ (ქორეოგრაფი – ბაჩანა ჭანტურია).
აღმოსავლური ცეკვების შემსრულებელი, ქორეოგრაფი, არაბული ცეკვის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი საქართველოში – ელენა ჩიხლაძე.
რეჟისორი – ანდრო ენუქიძე; მხატვარი – ვანო ჭელიძე; კონცერტმაისტერი, მუსიკოსი – ლევან ჩხაიძე; საღამოს წამყვანი – ნიკოლოზ წულუკიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები