პოლიციამ ქარელში შვილიშვილზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1940 წელს დაბადებული ა.კ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ქარელში დააკავეს.
დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ფიზიკურად იძალადა თავის შვილიშვილზე – 2006 წელს დაბადებულ მ.კ.-ზე.
ბავშვმა ძალადობაზე ინფორმაცია მიაწოდა სოციალურ მუშაკს, რომელმაც აღნიშნულის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები