ამირან გამყრელიძე: მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებები რჩება მხოლოდ ორ ადგილას ქვეყანაში

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებები ორ ადგილას მოქმედებს და ერთ-ერთი მათგანი სოფელი მუშევანია.

მისი თქმით, კოვიდ-19-ის სერიოზული გავრცელება სამ მუნიციპალიტეტში მარნეულში, ბოლნისში და თეთრიწყაროში იყო.

„ორი ცხელი წერტილი გვაქვს ამჟამად ქვეყანაში. ერთი არის ქვემო ქართლის რეგიონი, სადაც სამ მუნიციპალიტეტში გვექონდა ჩვენ კოვიდ 19-ის სერიოზული გავრცელება. ეს იყო მარნეული, ბოლნისი და თეთრიწყარო. ამ სამ მუნიციპალიტეტზე მოდის მთელს ქვეყანაში დადასტურებულ შემთხვევათა 36%, აქედან ყველაზე მეტი, 185 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს ბოლნისში, 43 -მარნეულში და 59- თეთრიწყაროში. გუშინ უკვე თეთრიწყაროში ბოლო შემთხვევის შემდეგ, გავიდა 2 კვირა ანუ ერთი ინკუბაციური პერიოდი, ვიმსჯელეთ და ჩაითვალა მიზანშეწონილად, რომ შეიძლებოდა იქ უკვე ე.წ. შემზღუდავი ღონისძიებები მოხსნილიყო, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეკომენადაციებით და დღეისთვის ეს მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებები რჩება მხოლოდ ორ ადგილას ქვეყანაში, ეს არის სოფელი მუშევანი, ყველაზე დაზიანებული სოფელი ქვეყანაში, სადაც ჩვენ გვაქვს 75 დადებითი შემთხვევა. გარდაცვალების მეცამეტე შემთხვევა გვქონდა სწორედ ამ სოფლიდან, რომელიც პირველ ეტაპზე გამოვლენილ ადამიანებს შორის იყო. მეორე ცხელი წერტილი, რომელიც სრულად კოტროლქვეშა, “საბურთალოს კლასტერია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები