5 ივნისი კახი კავსაძის დაბადების დღეა
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე იუბილარია. 5 ივნისს იგი 85 წლის გახდა.
1959 წლიდან რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული.
აღსანიშნავი როლებია: ადამი („ღვთაებრივი კომედია”), თავადი კოწია („გუშინდელნი”), დევდარიანი („საბრალდებო დასკვნა”), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონო”), სიმონ ჩაჩავა („კავკასიური ცარცის წრე”), ლორდ ჰასტინგსი („რიჩარდ III”), კენტი („მეფე ლირი”), რასპუტინი („კვაჭი კვაჭანტირაძე”), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”).
კახი კავსაძე არის საქართველოს სახალხო არტისტი (1981), კოტე მარჯანიშვილის (2009) და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2010). მიღებული აქვს: ქალაქ დუშანბეს საერთაშორისო კინოფესტივალის პრემია (1989), იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი „იპო“ (2001). 2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის „ვარსკვლავი“.