მაკა სოლოღაშვილი: კლინიკას ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი დაემატა, მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი დაემატა, მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 43 პაციენტი მკურნალობს.

“ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 51 პაციენტი, აქედან COVID-19 დადასტურებული აქვს 43 ადამიანს. ათი მათგანი 18 წლამდე ასაკის მოზარდია. ორი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, მათი მდგომარეობა მძიმედ ფასდება. დანარჩენი პაციენტებიდან 6 არის ახალი. ახალი პაციენტებიდან არის ბოლნისის კლასტერი და კარანტინის სივრცე. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გარდა ერთისა, რომელიც შემოსვლისთანავე გადავიდა რეანიმაციულ დეპარტამენტში. 4 პაციენტი ელოდება გამოჯანმრთელებას, აქედან ერთ-ერთი ბავშვია”, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები