მარნეულის მერის, ზაურ დარგალის განმარტებით, პირს რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, კონტაქტები არ ჰყავს.
მისივე ცნობით, ინფიცირებული ე.წ. სასწრაფო დახმარების კლასტერიდანაა.
„გუშინ აღებული ანალიზებიდან გვაქვს ერთი დადებითი. ეს პაციენტი უკავშირდება სასწრაფოს კლასტერს. ის არის ერთ-ერთი თანამშრომლის მეუღლე, რომელიც პირველი დღიდან იმყოფებოდა მკაცრ თვითიზოლაციაში და არცერთ ადამიანთან არ ჰქონია კონტაქტი“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.
ცნობისთვის, გასულ 24 საათში მარნეულში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა.