პედიატრი: უცებ დაგვავიწყდა რა საშიში ვირუსი გვეომებოდა, ის ბოლომდე არ არის დამარცხებული და განაგრძობს ომს ჩვენთან

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი საზოგადოებას კვლავ სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ კორონავირუსთან ომი ჯერ არ დასრულებულა. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, შეზღუდვების მოხსნამ არ უნდა გაგვათამამოს.

“ჩემო ძვირფასო მეგობრებო! მესმის, რომ ძალიან დაიღალეთ, მესმის, რომ თავისუფლებაზე ოცნებობთ!!!გაზაფხულის თბილი დღეები ძალიან მომხიბვლელია და სურვილს გიჩენთ განავარდების, ურთიერთობების, სავსეა ქალაქის ქუჩები ადამიანებით, მოზარდებით, ბავშვებით, ყოველგვარი სოციალური დისტანცირების, ნიღბების გარეშე, უფრო მეტიც, ხელის ჩამორთმევით და გადაკოცნის ფაქტებით!!! უცებ დაგვავიწყდა რა საშიში ვირუსი გვეომებოდა, ისიც არ გვახსოვს, რომ ის ბოლომდე არ არის დამარცხებული და განაგრძობს ომს ჩვენთან!!! გთხოვთ, ნუ გაგათამამებთ შეზღუდვების გაფართოება, არ ვიცით ჯერ ბევრი რამ, არ გვაქვს ვირუსთან დაკავშირებული კვლევების შედეგები ბოლომდე (მრავალი მიმართულებით ტარდება კვლევა) არ გვაქვს წამალი და სპეციფიური ვაქცინა!!!
​სტატისტიკურად ამერიკაში, ევროპაში იმატა ბავშვებში covid-19-ის უცნაურმა გამოვლინებებმა, სისტემური ანთებითი პროცესებით და ცრუ, არასრული კავასაკის დაავადების ნიშნებით მიმდინარე, მძიმე შედეგები დაიდო,ლეტალური გამოსავალიც მათ შორის! ამიტომ სიფრთხილეა ჯერ კიდევ საჭირო!!! ბავშვთა დაწესებულებებში სწავლა გადაიდო სექტემბრამდე, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერიდებით მათ კომუნიკაციას დაავადების პრევენციის მიზნით, მაგრამ რა აზრი აქვს, თუ ვივლით სიფრთხილის ზომების გარეშე, ვეწვევით ერთმანეთს სტუმრად!!! შეიკავეთ ჯერჯერობით თავი მასიური თავყრილობებისგან! მტერს არ ძინავს, ის ჩასაფრებულია, არსად არ წასულა!!! არ გაშინებთ, უბრალოდ გაფრთხილებთ!! მოგვიწევს ვირუსთან თანაცხოვრება და ჩვენი უნარ-ჩვევების შეცვლა, სანამ საბოლოოდ არ დავამარცხებთ მტერს! გავიყვანოთ ბავშვები, ვასეირნოთ, მაგრამ დავიცვათ მოწოდებული რეკომენდაციები!!! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!!!”- წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები