ბოლნისში კოვიდინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ბოლნისის მერიაში განუცხადეს

მათი თქმით, ინფიცირებულები სოფელ გეტასა და მუშევანის  მკვიდრნი არიან.

„13 მაისს ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 131 საკვლევი მასალიდან კორონავირუსი, ჯამურად, 17 ადამიანს დაუდასტურდა. 15 ახალი შემთხვევის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი, 2 კი – დღეს. ჯამურად, გამოვლენილი 17 ახალი შემთხვევიდან 8 სოფელ გეტაშია, 9 კი – სოფელ მუშევანში”, – განაცხადეს მერიაში.

ცნობისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის, 139 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 49 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

რაც შეეხება მთლიანად საქართველოს – ქვეყანაში კოვიდინფიცირების 671 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 393 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები