ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას მმართველი გუნდის წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად, სამეგრელოშიც შეუერთდნენ. ამჯერად, სისხლის უანგარო დონაციის აქცია ხობის მუნიციპალიტეტში გაიმართა. აქციაში საკრებულოსა და მათზე დაქვემდებარებული სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები ჩაერთვნენ. სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მონაწილეობა ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, ირაკლი (დაჩი) ბერაიამაც მიიღო. მისი თქმით, მსგავსი აქცია მნიშვნელოვანია, რათა მოქალაქეებმა შეძლონ არაერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. ცნობისთვის, აქცია კორონავირუსის პანდემიის პირობებში სისხლზე დეფიციტის აღმოფხვრასა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება.