სისხლის უანგარო დონაციის აქციაში გარდაბნის მერიაც ჩაერთო

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” გარდაბნის მერია შეუერთდა. აქციაში მონაწილეობა მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მიიღეს.
მუნიციპალიტეტის მერის, რამაზ ბუდაღაშვილის თქმით, აქციაში ჩართვა მნიშვნელოვანია, რათა ქყვეყანაში სისხლის დეფიციტი არ შეიქმნას.
“დღეს მიმდინარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში უანგაროდ სისხლის გაცემა. აქტიურად ვართ ჩართულები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები. თითოეული ჩვენგანი ვიღებთ სისხლს, რათა გაეწიოს დახმარება შესაბამის პაციენტებს ”, – განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სისხლის უანგარო დონაციის აქციას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში უკვე შეურთდნენ “ქართული ოცნების” წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები