ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას მმართველი გუნდის წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად, სამეგრელოშიც შეუერთდნენ. ამჯერად, სისხლის უანგარო დონაციის აქცია წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
აქციაში საკრებულოსა და მათზე დაქვემდებარებული სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები ჩაერთვნენ.
სისხლის უანგარო დონაციის პროცესს წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის წევრი – გოგა გულორდავა, წალენჯიხის მერის მოადგილე – ცოტნე შონია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე – მაია მიქავა გაეცნენ.
გოგა გულორდავას განმარტებით, მთელი დღის განმავლობაში სისხლის 100-მდე პირი გაიღებს.
ცნობისთვის, აქცია კორონავირუსის პანდემიის პირობებში სისხლზე დეფიციტის აღმოფხვრასა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართული მედიკოსები ასევე უანგაროდ იღებენ მონაწილეობას.