“გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე”- სისხლის უანგარო დონაციას საჩხერის მერია შეუერთდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” – პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საჩხერის რაიონული ორგანიზაციაც შეუერთდა. სისხლის გაღების უანგარო აქციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა მიიღე.
საკრებულოს თავჯდომარის, ლევან ივანაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია აქციაში ჩართვა, რადგან ქვეყანაში არ შეიქმნას სისხლის დეფიციტი.

“დღევანდელი აქცია მართლაც მნიშვნელოვანია, მონაწილეობა მიიღო საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმართველობამ, როგორც საკრებულოს დეპუტატებმა, ასევე, მერიის თანამშრომლებმა და მერის მოადგილემ. თითოეული ადამიანის მიერ გაღებული სისხლი გადაარჩენს სხვა ადამიანის სიცოცხლეს. მით უმეტეს,  სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა მოგვიწოდა იმის შესახებ, რომ ქვეყანაში იყო დეფიციტი სისხლის, შესაბამისად, ყველა იმ ადამიანმა, ვინც ამ აქციაში მიიღო მონაწილეობა დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა”, – აღნიშნა ლევან ივანაშვილმა.

“მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეს, რომელმაც გაიღო სისხლი. ერთი ადამიანის მიერ გაღებული სისხლი ნიშნავს სამ გადარჩენილ სიცოცხლეს. დღესდღეობით მთელი საქართველოს მასშტაბით სისხლი დეფიციტში აღარ არის. ქვეყანაში, დაახლოებით, 1000-მდე დონორმა მიიღო მონაწილეობა აქციაში”, – განაცხადა ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა, ლაშა გოგოლაძემ.

შეგახსენებთ, სისხლის გაცემის აქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად იმართება, რომელში ჩართვაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები