ასპინძის მუნიციპალიტეტის 2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ,,სარეზერვო ფონდიდან’’ კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ონკოლოგიური დაავადების მქონე, დიალეზზე მყოფ, შშმ არასრულწლოვნებზე, მუდმივად მწოლიარე, ასი და ას წელზე მეტი ხნის სასურსათო პაკეტები დარიგდა.
„ძალიან კმაყოფილი ვართ, უყურადღებოდ არასოდეს გვტოვებს მერია. როგორც შეუძლიათ, ყოველთვის მხარში გვიდგანან. ოჯახში ხუთი სული ვართ, აქედან ორი მცირეწლოვანი. მე სულ წამლებზე მჭირდება, ჯანმრთელობა არ მივარგა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მცირედიც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
შეგასენებთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოჯახები ადგილზე მოინახულეს და პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები გადასცეს.
„ეს არ არის პირველი, ასპინძის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დახმარებამ სისტემატიური სახე მიიღო და იმედი გვაქვს, მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი ტიპის ღონისძიებები. ამ ეტაპზე, რამდენიმე კატეგორიას გადავეცით სასურსათო პაკეტები, მთლიანი მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ჩართული არიან პროცესში“, – განაცხადა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ მაგრაქველიძემ.
ცნობისთვის, აღნიშნული დახმარება, ჯამურად, 58 ოჯახს გაეწია.