მეუფე იაკობი: ფორმას ვკარგავთ ადამიანები, შეხედეთ, მაინცდამაინც „მასკები“ უნდა გავიკეთოთ?

“ფორმას ვკარგავთ ადამიანები. შეხედეთ, მაინცდამაინც „მასკები“ უნდა გავიკეთოთ? ეს არ არის პირბადე”, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანს ადამიანის სახე აღარ რჩება.

„ფორმას ვკარგავთ ადამიანები. შეხედეთ, მაინცდამაინც „მასკები“ უნდა გავიკეთოთ? ეს არ არის პირბადე, ხომ? ადამიანს ადამიანის სახე აღარ რჩება. ამიტომ, ცოტა უნდა დავფიქრდეთ. სულ იქნება, ეს ვირუსი არ იქნება, მეორე გამოჩნდება. არ უნდა შეგვეშინდეს. სიფრთხილე უნდა დავიცვათ, მაგრამ ცხოვრებაც უნდა ვისწავლოთ.
როდესაც ბუნებას ისე შევუტევთ, როგორც ჩვენ ვუტევთ, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვის საბაბით არასწორად ვიქცევით მთელს მსოფლიოში, რისხვა მოვა. ბუნებაც თავს იცავს. ადამიანსაც თუ შეუძლია თავდაცვა, ისიც ცოცხალი ორგანიზმია. მარტო კორონა ხომ არაა, რითი გარდაიცვლები ადამიანი, მძიმე ეკონომიკური პირობებით თუ იმით… ამიტომ, ადამიანს უნდა მივცეთ საშუალება, რომ შრომა შეძლოს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა დღევანდელი ქადაგებისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები