მეუფე ანდრია: ამ დღეების მანძილზე ვხედავდით მცდელობასა და მოწოდებას ეკლესიის წევრების სტიგმატიზაციისაკენ

გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია გვაზავა აცხადებს, რომ აღდგომის დღესასწაულის დღეებში ეკლესიის წევრების სტიგმატიზაციის მცდელობა იყო, მათ შორის, პარლამენტარების მხრიდანაც.

“ეკლესიის კლასტერის” გამოყოფაზე, მე მგონი, ყველაფერი გარკვეულია. ვწუხვარ იმაზე, რომ ვხედავდით ამ დღეების მანძილზე მცდელობასა და მოწოდებას ეკლესიის წევრების სტიგმატიზაციისაკენ. მე ასე ვაფასებ ამას. ვხედავდი, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მთავარ სახელმწიფო ორგანოში, პარლამენტში და ზოგიერთი თანამდებობის პირებიდანაც, რაც მაკვირვებს მე იმიტომ, რომ ამ ადამიანების ამომრჩევლები არიან ეკლესიის წევრებიც და ამგვარი შეფასება, ვფიქრობ, რომ ზუსტად მათ პოლიტიკურ მოუმწიფებლობაზე მეტყველებს“, – განაცხადა მეუფე ანდრია გვაზავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები